„რიყის დოქების“ აუქციონი ხელმეორედ ჩაიშალა, ობიექტს მყიდველი კვლავ არ გამოუჩნდა
„რიყის დოქების“ აუქციონი ხელმეორედ ჩაიშალა, ობიექტს მყიდველი კვლავ არ გამოუჩნდა

„რიყის დოქების“ საპრივატიზაციო აუქციონი დღეს დასრულდა. ხელახალ აუქციონზე გამოტანილი კომპლექსის საწყისი ღირებულება 71.2 მილიონი ლარი იყო. თუმცა, აუქციონი 17:00 საათზე კონკრეტული შედეგის გარეშე დაიხურა. „რიყის დოქების“ შეძენის სურვილი არც ერთ პრეტენდენტს არ გამოუთქვამს.

„რიყის დოქები“ თავდაპირველად აუქციონზე გასაყიდად შარშან გამოიტანეს და საწყისი ფასი 95 000 000 ლარი იყო. თუმცა აუქციონი არც მაშინ შედგა. წელს კი, ხელახლა გამოცხადდა და თანხაც შემცირდა. თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, ქონებაზე ან მის ნაწილზე უნდა შექმნილიყო მრავალფუნქციური კომპლექსი, სასტუმრო ან საგამოფენო სივრცე, რისთვისაც მყიდველს მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

თბილისის ცენტრში მდებარე ობიექტის მშენებლობა 2013 წელს დასრულდა, მას შემდეგ, ის უფუნქციოდ არის მიტოვებული.