რიონის ხეობაში, სადაც ადგილობრივების ნაწილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციამ ორი პირი დააკავა
რიონის ხეობაში, სადაც ადგილობრივების ნაწილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციამ ორი პირი დააკავა

რიონის ხეობაში, სადაც ადგილობრი მოსახლეობის ნაწილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, ორივე მათგანის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 173-ე კი — პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

შსს-ში აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან პოლიციაა მობილიზებული, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება.