რეშფორდი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, რონალდო და ნეიმარი ტოპ-100-ში ვერ მოხვდნენ
რეშფორდი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, რონალდო და ნეიმარი ტოპ-100-ში ვერ მოხვდნენ

კვლევითმა ცენტრმა CIES Football Observatory-მ გამოაქვეყნა TOP-5 ევროპული ქვეყნების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი. მოთამაშის საბაზრო ღირებულება CIES-ის სპეციალური ალგორითმის დახმარებით გამოთვალეს.

სიას სათავეში ჩაუდგა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 165.6 მილიონ ევროს. სამეულში მოხვდნენ: „დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი (152 მილიონი) და „ლივერპულის“ მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (151.6 მილიონი).

მეოთხე ადგილზე იმყოფება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში (151.1 მილიონი). ხუთეულს ავსებს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე (149.4 მილიონი).

„ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი მხოლოდ 97-ე ადგილზეა 54 მილიონი ევროთი. „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო 131-ე პოზიციაზეა (47 მილიონი). ასევე ვერ მოხვდა პირველ ასეულში „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი.

აღვნიშნავთ, რომ CIES Football Observatory ამგვარ რეიტინგს წელიწადში ორჯერ აქვეყნებს.

დატოვე კომენტარი