რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულითადად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს.

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და გაგრძელდება სტრატეგიული თანამშრომლობის სანიმუშო ურთიერთობები, რეგიონული სოლიდარობის სამმხრივი და ოთხმხრივი ფორმატები და საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში საერთო ინტერესებზე დამყარებული ჩვენი მეგობრული თანამშრომლობა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, მეგობარ ქართველ ხალხს კი, კეთილდღეობა“, – აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.