რეინჯერსთან მოგების შემდეგ სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა - ძალიან ძლიერია, მაგრამ არჩევანის გაკეთება უნდა შეეძლოს [ვიდეო] #1TVSPORT
რეინჯერსთან მოგების შემდეგ სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა - ძალიან ძლიერია, მაგრამ არჩევანის გაკეთება უნდა შეეძლოს [ვიდეო] #1TVSPORT

რეინჯერსთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის მოგებით (0:3) ლუჩანო სპალეტი ცალსახად კმაყოფილი დარჩა, თუმცა, კარგ ხასიათზე მყოფმა „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას მაინც უსაყვედურა.

„აიბროქსზე“ იტალიელებმა პოლიტანოს, რასპადორისა და ნდომბელეს გოლებით ჯგუფში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში პირველ ადგილზე არიან. ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით „ნაპოლიმ“ პირველი გოლი გაიტანა, ხვიჩა მეორე გოლშიც მონაწილეობდა, მაგრამ სპალეტის აზრით, თანაგუნდელები პასებით უფრო ხშირად მოამარაგოს.

„კვარაცხელია? ამბობთ, რომ ის ძლიერია… თუმცა ზოგჯერ პასის ნაცვლად კარში არტყამს. ვინ გაიტანა ნდომბელეს გოლი? ანგისამ – უნდა აღინიშნოს, კარგი პასი მისცა. გასაგებია, რომ კვარა თავდასხმას უპირატესობას აძლევს და თუ შანსი აქვს, კარში არტყამს. ძალიან ძლიერია, მაგრამ არჩევანის გაკეთება უნდა შეეძლოს“, – ამბობს სპალეტი.

რაც შეეხება შოტლანდიაში გუნდის წარმატებას, „ნაპოლის“ მწვრთნელმა“ გუნდი ხასიათის გამო შეაქაო:

„სტარტის შემდეგ და გაფუჭებული პენალტის შემდეგ, გუნდმა შეინარჩუნა კარგი განწყობა და დროული რეაგირება მოვახდინეთ. მატჩი რთული იყო, მაგრამ ჩვენ არ შევწყვიტეთ ფეხბურთის თამაში, არ ვჩერდებოდით და მეტოქეს კარგად ვაპრესინგებდით. საერთოდ, ამ მატჩში ბევრი დადებითი მომენტი დავინახე. ეს იყო დიდი გამოცდა დიდი უმრავლესობისთვის. ეს იყო დაძაბული, ღირებული მატჩი, მადლობა ჩემს ფეხბურთელებს ამ ლამაზი საღამოსთვის“.