„რედ ბულ ფლეიერ ვან“-ის გამარჯვებული ილია იაკობაშვილი გახდა
„რედ ბულ ფლეიერ ვან“-ის გამარჯვებული ილია იაკობაშვილი გახდა

ილია იაკობაშვილი „რედ ბულ ფლეიერ ვან“-ის (Red Bull Player One) საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული გახდა და 30 ნოემბერს, ბრაზილიაში ჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ფინალში ის ვაკო თამაზაშვილს დაუპირისპირდა და 4:3 დაამარცხა.

„რედ ბულ ფლეიერ ვან“ საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. „ლიგ ოფ ლეჯენდს“-ის (League of Legends) 1vs1 სტრუქტურით ჩემპიოანტში მონაწილეობა შეეძლოთ მოთამაშეებს 16 წლიდან.

საქართველოს შესარჩევ ეტაპზე 332 მოთამაშე დარეგისტრირდა. ხუთი „ონლაინ“ შესარჩევის შემდეგ, 16 საუკეთესო ერთმანეთს 26 ოქტომბერს, „ოფლაინ“ შესარჩევზე შეერკინა.

ილია იაკობაშვილი, ვაკო თამაზაშვილი, ლევან ტაბიძე და გიორგი ბარბაქაძე ჩემპიონატის ფინალისტები გახდნენ და 27 ოქტომბერს ბრაზილიის საგზურისთვის იბრძოლეს.

„რედ ბულ ფლეიერ ვან“ გლობალური ჩემპიონატია, რომელიც 2014 წლიდან ტარდება. ტურნირის ფინალი 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ბრაზილიაში, სან პაულუში „რაიოთ გეიმსი“ (Riot Games) ჰაბში იმართება. წელს „რედ ბულ ფლეიერ ვან“-ის ტურნირში 25-მდე ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის, პირველად – საქართველო.