„რეალმა“ ისტორიაში მეორედ მოიგო უეფა-ს იუნიორთა ლიგა #1TVSPORT
უეფა-ს იუნიორთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალმა“ „ბრიუგე“ დაამარცხა.
მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. მადრიდულმა კლუბმა 23-ე წუთზე გახსნა ანგარიში ხაკობო ორტეგას გოლით. ბელგიურმა კლუბმა გაათანაბრა 64-ე წუთზე ფორვარდ ტობიას ლუნდ-იენსენის მონდომებით.
ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც „რეალმა“ ოთხი დარტყმა გამოიყენა, „ბრიუგემ“ – ორი.
„რეალი“ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული. პირველად მათ ეს პრიზი 2019-20 წლების სეზონში მოიპოვეს.