რატი იონათამიშვილი - დავით ბაქრაძე ამტკიცებს, რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო, მხარი იმიტომ დავუჭირეთ, იქ ოკუპაცია ჩაწერილიყოო, გაცვალეთ?! ხომ არ გადაირიეთ, მართლა

გაცვალეთ?! ისე რეზოლუციაში ჩაწერდნენ, საქართველოა ოკუპანტიო?! ხო არ გადაირიეთ, კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა, თუ კონსენსუსად, – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, რატი იონათამიშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ის ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას წინა ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ რეზოლუციაზე 1633, რომელმაც განაცხადა: „კომპრომისი იქ იყო, თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც“.

„დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში ამტკიცებს – რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო, მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ იქ ოკუპაცია ჩაწერილიყოო.

გაცვალეთ?! ისე არ ჩაიწერებოდა?! ისე ჩაწერდნენ, საქართველოა ოკუპანტიო?! ხომ არ გადაირიეთ, მართლა?! ამას ვის ელაპარაკებით და ვის აჯერებთ, რომელ ელექტორატს??! კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა, თუ კონსენსუსად?? გამორიცხულია! ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი!!!“, – წერს „ფეისბუქში“ რატი იონათამიშვილი.