რასელ უესტბრუკმა, შესაძლოა, სეზონის სტარტი გამოტოვოს
რასელ უესტბრუკმა, შესაძლოა, სეზონის სტარტი გამოტოვოს

„ოკლაჰომა-სიტის“ გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა ართროსკოპიული ოპერაცია გადაიტანა მარჯვენა მუხლზე, – იტყობინება Yahoo! Sports-ის მიმომხილველი შემს ჩარანია. ოთხი კვირის შემდეგ, კალათბურთელს სამედიცინო შემოწმება ელოდება, რის შემდეგაც გაირკვევა მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი. არ არის გამორიცხული, რასელმა ახალი სეზონის სტარტი გამოტოვოს.

უესტბრუკს გასულ კვირას აღმოუჩინეს ანთებითი პროცესი მუხლში. კალათბურთელმა და მისმა აგენტებმა გადაწყვიტეს, რომ მკურნალობის ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა – ოპერაცია.
გასულ სეზონში, უესტბრუკმა 80 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 25.4 ქულა, 10.1 მოხსნა და 10.3 შედეგიანი პასი დააგროვა.