რაიან გიგზი უელსის ნაკრების მწვრთნელი გახდა
რაიან გიგზი უელსის ნაკრების მწვრთნელი გახდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა რაიან გიგზი უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად უელსის საფეხბურთო ასოციაციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

44 წლის სპეციალისტთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამ პოსტზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ კრეიგ ბელამი, ოშიან რობერტსი და მარკ ბოუენი.

გიგზისთვის ეს იქნება დამოუკიდებლად მუშაობის პირველი გამოცდილება. მანამდე, უელსელი რამდენიმე წელი ირიცხებოდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ საწვრთნელო შტაბში, აგრეთვე, 2014 წლის გაზაფხულზე კლუბის მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს ასრულებდა.

შეგახსენებთ, უელსის ნაკრების წინა მწვრთნელმა კრის კოულმენმა პოსტი ნოემბერში დატოვა და „სანდერლენდს“ ჩაუდგა სათავეში.