რაგბიში ინგლისის ნაკრების დამრიგებელმა „არსენალის“ გაწვრთნა მოინდომა
რაგბიში ინგლისის ნაკრების დამრიგებელმა „არსენალის“ გაწვრთნა მოინდომა

ინგლისის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა განაცხადა, რომ მოსინჯავს თავის შესაძლებლობებს ლონდონის „არსენალის“ დამრიგებლის პოსტზე, თუ ამ თანამდებობას დატოვებს უნაი ემერი.

ავსტრალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, წელს ინგლისელმა მორაგბეებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

„ვისურვებდი „არსენალის“ გაწვრთნას. ეს კარგი და სახალისო იქნებოდა! მათ გარკვეული პრობლემები აქვთ, ხომ ასეა? შესანიშნავი იქნებოდა ეს ახალი გამოცდილება“, – განაცხადა ჯონსმა.

„არსენალი“ პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ 17 ქულით მეექვსე ადგილზეა პრემიერლიგის ცხრილში.