რაგბი ევროპა | 28 მარტს დაგეგმილ საქართველო-რუმინეთის მატჩზე ბილეთების 30 პროცენტი გაიყიდება #1TVSPORT

15:52, 19.03.2021

28 მარტს 15 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

ისევე როგორც ამავე დღეს დაგეგმილ საფეხბურთო მატჩზე (საქართველო-ესპანეთი), სარაგბო მატჩსაც დაესწრებიან გულშემატკივრები.

როგორც რაგბის კავშირის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ქვეყანაში მოქმედი კოვიდ 19-ის რეგულაციების შესაბამისად, მატჩის ბილეთების მხოლოდ 30 პროცენტი იქნება ხელმისაწვდომი.

მსგავსი