რაფაელ ნადალმა აკაპულკოში თითქმის მოგებული მატჩი დათმო
რაფაელ ნადალმა აკაპულკოში თითქმის მოგებული მატჩი დათმო

მექსიკაში ქალაქ აკაპულკოს ტურნირს მეორე წრიდან გამოეთიშა ესპანელი რაფაელ ნადალი. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან ანგარიშით – 6:3, 6:7(2), 6:7(6) დათმო.

მატჩი სამი საათი და ხუთი წუთი გაგრძელდა. ნადალი აშკარა უპირატესობას ფლობდა, რაზეც ბრეიკ-პოინტების შეფარდება მეტყველებს – ათი ერთის წინააღმდეგ. თუმცა, რაფამ ამ ათი შანსიდან ერთი გამოიყენა და ამის ხარჯზე პირველი სეტი მოიგო.

მეორე და მესამე პარტიებში ბრეიკი არ ყოფილა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ორივე მე-13 გეიმი კირგიოსმა მოიგო. ავსტრალიელმა მესამე სეტის ტაი-ბეიკზე სასწაული მოახდინა – 3:6-ს აგებდა და მის მეტოქეს სამმაგი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ კირგიოსმა ზედიზედ ხუთი ქულა მოიგო და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.