რა გუნდია ბათუმის „დინამოს“ მეტოქე „სივასპორი“ #1TVSPORT
რა გუნდია ბათუმის „დინამოს“ მეტოქე „სივასპორი“ #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროსეზონს განარძობს. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა ურთულეს დაპირისპირებაში ბელარუსის ვიცე-ჩემპიონი „ბატე“ დაამარცხეს (შინ 0:1, გასვლაზე 4:1) და ქართველი გულშემატკივარი გაახარეს.

უეფა-ს კონფერენს ლიგის მესამე წრეში ბათუმის „დინამოს“ ძლიერი მეტოქე შეხვდა – თურქული „სივასპორი“. ამ წყვილის გამარჯვებული პლეი ოფში პლოვდივისლოკომოტივისა“ და დათა ხოჭოლავს „კოპენჰაგენის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

თუმცა ახლა მთავარი საფიქრალი „სივასპორია“ – გუნდმა გასული სეზონი თურქეთის სუპერლიგაში მე-5 ადგილზე 65 ქულით დაასრულა და ჩემპიონს, „ბეშიქთაშს“ 19 ქულით ჩამორჩა, ხოლო მესამეადგილოსან „ფენერბაჰჩეს“ – 17 ქულით.

ბათუმელთა მომავალი მეტოქე „სივასპორი“ ტიტულოვანი კლუბი არაა. თურქეთის ჩემპიონატში მედალი (ვერცხლი) მხოლოდ 2008/09 სეზონში მოიპოვა, ორჯერ კი მეოთხე ადგილი (2007–08, 2019–20) დაიკავა. ბევრჯერ იყო პირველ ლიგაში, სადაც 2003/04 და 2016–17-ში გაიმარჯვა. ამან არ უნდა მოგვატყუოს – თურქეთის სუპერლიგაში ჩვენთვის იოლად დასამარცხებელი გუნდი არაა.

სივასპორმა“ ევროსარბიელზე პირველად 2008 წელს ინტერტოტოს თასზე ითამაშა და მესამე ეტაპზე გავიდა, 2009-2010 ჩემპიონთა ლიგიდან პირველივე ეტაპზე გამოვარდა და ევროპის ლიგაზეც გამოვარდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ევროპის ლიგის ჯგუფში პირველად გასულ სეზონში (2020–21) მოხვდა და ოთხჯერ დამარცხდა – „ვილიარეალთან“ (0:1, 3:5) და თელ-ავივის „მაკაბისთან“ (1:2, 0:1) და მხოლოდ აზერბაიჯანის ჩემპიონი „ყარაბახთან“ (2:0, 3:2) მოიგო. 2021–22 უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაზე „სივასპორი“ მეორე ეტაპიდან ჩაერთო და მოლდოვური „პეტროკლუბი“ ორივე მატჩში 1:0 დაამარცხა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი 58 წლის რიზა ჩელიმბეისივასპორში“ 2019 წლის ივნისიდან მუშაობს. გუნდში 2010 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მაისამდეც მოღვაწეობდა. მას ლამის ყველა თურქული გუნდი გაუწვრთნია – „კონიასპორი“, „ტრაბზონსპორი“, „ანტალიასპორი“, „ქასიმპაშა“, „რიზესპორი“, „ესკიშეჰირსპორი“, „ანკარასპორი“, „ბეშიქთაში“, „ანკარაგუჯუ“, „დენიზლისპორი“, „გოზტეპე“.

სივასპორში“ საკმაოდ ბევრი ლეგიონერია:

მცველები – გაბონის ნაკრების აარონ აპინდანგოუ, ბერძენი დიმიტრიოს გუტასი, ფრანგი სამბა კამარა.

ნახევარმცველებიფურკან საგმანი და ერდოგან იეშილურტი (ორივე გერმანიის მოქალაქეობის მქონე თურქები არიან), სერბი არმინ დერლეკი, ბრაზილიელი პედრო ენრიკე, განის ნაკრების წევრი ისააკ კოფი.

თავდამსხმელებიკოტდივუარის ნაკრების წევრი მაკს გრადელი მალის ეროვნული გუნდიდან მუსტაფა იატაბარე, ნიგერიელ ჯეიმს ლეკე და ესპანელ ხორხე ფელიქსი.

გუნდები ერთმანეთს პირველად 5 აგვისტის ბათუმში შეხვდებიან, განმეორებით მატჩი კი ერთ კვირაში „სივას არენაზე“ გაიმართება.

5 აგვისტო

დინამო ბათუმი – სივასპორი 21:00

12 აგვისტო

სივასპორი – დინამო ბათუმი 22:00