ქვილითაიამ „აპოელს“ პირველად უკაპიტნა - ცოტაოდენი იღბალი მჭირდება [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ სეზონის პირველი გოლი ყოფილი კლუბის კარში გაიტანა – ზაფხულში ნიქოზიასაპოელში“ გადასულმა ქართველმა თავდამსხმელმა თემურ ქეცბაიას „ანორთოსისთან“ შეხვედრაში ანგარიში გახსნა, თუმცა მისი გუნდი დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „აპოელის“ ქართველმა თავდამსხმელმა „ანორთოსისთან“ მატჩის და ახალ გუნდში არსებულ სირთულეებზე ილაპარაკა.

„ყოველთვის რთულია ამ სტადიონზე თამაში. „ანორთოსისი“ შინ უფრო ძლიერია, მაგრამ ვფიქრობ, ამ მატჩში მეტს ვიმსახურებდით. ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, მადლობას ვუხდი „აპოელის“ გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისა და შთაგონებისთვის, რაც მათ მოგვცეს“, – ამბობს ქვილითაია.

ქართველმა თავდამსხმელმა გულშემატკივრებს მოუწოდა, ამ რთულ პერიოდში გუნდს გვერდით დაუდგნენ:

„სატურნირო ცხრილში ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია „აპოელისთვის“ ჩვეულებრივი ნამდვილად არ არის. ჩვენ და პირადად მეც, ცოტა იღბალი გვჭირდება. მეტი შრომითა და მომავლის იმედით მეტს მივაღწევთ. ამიტომ ფანებისადმი ჩემი გზავნილი იქნება, რომ გჯეროდეთ ჩვენი გუნდის, და მეტს მივაღწევთ“.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქვილითაიამ პირველად მოირგო გუნდის კაპიტნის სამკლავური და სეზონის სადებიუტო გოლი თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.