ქვილითაიამ ქეცბაიას გუნდთან გოლი არ აღნიშნა, ლორიამ გუნდი გადაარჩინა - „ანორთოსისმა“ „აპოელი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურში ორი ისეთი გუნდი შეხვდა ერთმანეთს, სადაც ქართველები მრავალად არიან – თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმანიქოზიას „აპოელი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

„ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავას და ნიკა ნინუას კი არ უთამაშიათ. „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველთაგან მხოლოდ გიორგი ქვილითაია იყო, ბუბა დაუშვილი 55-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში არ იყო.

აპოელში“ ქვილითაია აქტიურობდა და საწყის წუთებში ორჯერ დაემუქრა ლორიას კარს, მაგრამ უშედეგოდ. 28-ე წუთზე ანგარიში სწორედ მან გახსნა, თუმცა ყოფილი გუნდის კარში გოლი დემონსტრაციულად არ აღნიშნა.

მას გატანა ამის შემდეგაც შეეძლო, მაგრამ ლორია საიმედოდ თამაშობდა. მე-40 წუთზე ქვილითაია ლორიასთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ქართველმა მეკარემ „ანორთოსისი“ გადაარჩინა და საერთოდ, ეს მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა.

ამის შემდეგ უპირატესობა „ანორთოსისმა“ მოიპოვა და კოსტას არტიმატასმა 38-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 70-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 84-ე წუთზე ლორიამ კიდევ ერთი სახიფათო შეტევა მოიგერია, რომლიც ქვილითაიამ განავითარა – საქართველოს ნაკრების მეკარემ ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა და საბოლოოდ, „ანორთოსისისმა“ 2:1 გაიმარჯვა.

5 ტურის შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატში „ანორთოსისმა“ 6 ქულა დააგროვა და მე-8 პოზიციაზეა, ხოლო ნიქოზიას „აპოელი“ (3) ბოლოსწინა, მე-11 ადგილს იკავებს.