ქვილითაია „პანათინაიკოსს“ შესთავაზეს - ბერძნული გამოცემის მტკიცებით, თავდამსხმელს კლუბის შეცვლა სურს #1TVSPORT
ქვილითაია „პანათინაიკოსს“ შესთავაზეს - ბერძნული გამოცემის მტკიცებით, თავდამსხმელს კლუბის შეცვლა სურს #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიას კანდიდატურა ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს, „პანათინაიკოსს“ შესთავაზეს – საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ 27 წლის თავდამსხმელზე ინფორმაციას ბერძნული ინტერნეტ-გვერდი newspao.gr ავრცელებს.

„ერთ-ერთი ფეხბურთელის კანდიდატურა, რომელიც 31 მარტს საბერძნეთი-საქართველოს მატჩში ითამაშა, „პანათინაიკოსს“ შესთავაზეს. ეს მოთამაშე ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიაა. მიზეზი ისაა, რომ ბელგიურმა „გენტმა“ ის ერთწლიანი არენდით „ანორთოსისში“ გაუშვა. არენდა კი მალე დასრულდება“, – წერს ბერძნული გამოცემა.

ინტერნეტ-გვერდის მტკიცებით, გუნდის შეცვლით თავად ქვილითაიაა დაინტერესებული, რადგან „გენტში“ თავის მომავალს ვერ ხედავს, საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი ქვილითაიას და მის წარმომადგენლებს სურთ, რომ კარიერა უფრო მაღალ დონეზე გააგრძელოს.

ქვილთაიას მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი (2 საგოლე გადაცემა). ქართველ თავდამსხმელს „გენტთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. ბელგიელებმა 2018 წელს მის შესაძენად 3 მილიონი ევრო გადაიხადეს.