ქვილითაია მომდევნო მატჩებს გამოტოვებს - მას კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT
ქვილითაია მომდევნო მატჩებს გამოტოვებს - მას კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიას, რომელიც „აპოელს“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 მატჩში „პაფოსთან“ ვერ დაეხმარა, კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ 28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ინფორმაცია ინსტაგრამზე თავად გაავრცელა.

ბოლო შეხვედრაში ნიქოზიას გუნდში ქართველებიდან მხოლოდ მურთაზ დაუშვილმა ითამაშა, თორნიკე ოქრიაშვილი დისკვალიფიცირებული იყო, ხოლო ქვილითაიას არყოფნის მიზეზად თავიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა.

„აპოელი“ წლის ბოლომდე კიდევ სამ მატჩს გამართავს – 12 დეკემბერს ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრება, ხოლო ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას საშინაო არენაზე ჩაატარებს – 18 დეკემბერს გათამაშების ლიდერს, ლიმასოლის „აპოლონს“ უმასპინძლებს, ხოლო 26 დეკემბერს ნიქოზიასაპოელთან“ გადადებულ შეხვედრას დაასრულებს.

ქვილითაიას თამაშის უფლება „აპოლონთანაც” იქნება, მაგრამ სავარაუდოდ სათამაშოდ მეტ-ნაკლებად მზად 26 დეკემბერს დაგეგმილ წლის ბოლო მატჩისთვის უნდა იყოს. ქართველი თავდამსხმელის არყოფნა ნიქოზიას გუნდისთვის დიდი დანაკლისია.