ოქრიაშვილი-ქვილითაიას ფრე - „აპოელმა“ მეორეადგილოსან აეკ-ს ქულა წაართვა #1TVSPORT
ოქრიაშვილი-ქვილითაიას ფრე - „აპოელმა“ მეორეადგილოსან აეკ-ს ქულა წაართვა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში მე-10 ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა – ნიქოზიას „აპოელი“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ლარნაკაში მეორეადგილოსან აეკ-ს ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

ნიქოზოელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ თორნიკე ოქრიაშვილი (47-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 89-ზე შეცვალეს) და გიორგი ქვილითაია, მურთაზ დაუშვილს კი ტრავმის გამო არ უთამაშია. საბოლოოდ, შეხვედრა დასრულდა და აეკ-მა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, ხოლო „აპოელმა“ გასვლაზე ქულა მოიპოვა.

მანამდე ტურის მატჩი ლიმასოლის „აპოლონმა“ დაასრულა და პაეკ-ს 3:1 მოუგო. ლიმასოლელთა რიგებში რეზი ინჯგიამ მცირე ტრავმის გამო შეხვედრა გამოტოვა, გიორგი პაპუნაშვილი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

10 ტურის შემდეგ „აპოლონი“ 24 ქულით გათამაშების ლიდერია, „აპოელი“ (14) მე-5 ადგილზეა, ხოლო თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ 12) მე-9 პოზიციას იკავებს.