ქვეყნებში, სადაც წელს არჩევნები იმართება, Facebook-ი ​პოლიტიკური რეკლამის წესებს გაამკაცრებს
ქვეყნებში, სადაც წელს არჩევნები იმართება, Facebook-ი ​პოლიტიკური რეკლამის წესებს გაამკაცრებს

სოციალური ქსელი Facebook-ი იმ ქვეყნებში, სადაც 2019 წელს არჩევნებია დაგეგმილი, პოლიტიკური რეკლამის წესებს გაამკაცრებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კერძოდ, კომპანია წესებს გაამკაცრებს უკრაინაში, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, ინდოეთსა და ნიგერიაში. აღნიშნული ზომები სოციალურ ქსელში ყალბი ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ არის მიმართული. ამგვარად, Facebook-ი ცდილობს, საარჩევნო პროცესში ჩარევას წინააღმდეგობა გაუწიოს.

როგორც სააგენტო Reuters-ი Facebook-ის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, 16 იანვრიდან გამკაცრებული წესები ამოქმედდა ნიგერიაში, სადაც 16 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.

განახლებული წესებით, სოციალურ ქსელში არჩევნებთან დაკავშირებული რეკლამის განთავსებას მხოლოდ ქვეყანაში დარეგისტრირებული დამკვეთები შეძლებენ. ანალოგიური პრაქტიკა ამოქმედდება თებერვალში უკრაინაშიც, სადაც არჩევნები 31 მარტს არის დაგეგმილი.

რაც შეეხება ინდოეთს, გაზაფხულზე ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ რეკლამას Facebook-ი სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განათავსებს.

დატოვე კომენტარი