ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სამინისტროში დაუდასტურეს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობდა ინვენტრაზაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, რა ფუნქცია და დატვირთვა ექნება ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობას.

საქართველოს პარლამენტი ერთი წლის წინ სამუშაოდ ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადმოვიდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემოდა და იქ პოლიციის რეგიონული ცენტრი დაფუძნდებოდა.

დატოვე კომენტარი