ქოჩორაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „ლევანტემ“ მოიგო და ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერია #1TVSPORT
ქოჩორაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „ლევანტემ“ მოიგო და ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერია #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა „ლევანტეში“, რომელიც სტუმრად ერთ-ერთ კონკურენტს, „უესკას“ დაუპირისპირდა და თამაში ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოიგო – 2:1.

31-ე ტურის დაპირისპირების პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ კი ვალენსიელები დაწინაურდნენ – 54-ე წუთზე ანგარიში პამპინიმ გახსნა.

„უესკამ“ წონასწორობა 68-ე წუთზე მუნოსის გოლით აღადგინა, მაგრამ 90-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის გადაცემით ფორესმა მასპინძლებს მეორე ბურთი გაუტანა და „ლევანტეს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

31 ტურის შემდეგ „ლევანტესა“ და სანტანდერის „რასინგს“ 56-56 ქულა აქვთ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე „ლევანტეა“.