ქოჩორაშვილმა რეაბილიტაცია დაასრულა - გიორგი „ლევანტეს“ მთავარ გუნდში ბრუნდება #1TVSPORT
ქოჩორაშვილმა რეაბილიტაცია დაასრულა - გიორგი „ლევანტეს“ მთავარ გუნდში ბრუნდება #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ქოჩორაშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და სავარაუდოდ, მალე „ლევანტეში“ გამოჩნდება – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფეხბურთელის ოჯახმა განუცხადა.

გიორგიმ სეზონი „ლევანტეს“ სარეზერვო გუნდში დაიწყო, საწვრთნელ პროცესს კი მთავარ გუნდში ატარებდა, სადაც მისი გადასვლა საბოლოოდ იყო გადაწყვეტილი. მაგრამ სექტემბერში „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობასთან ვარჯიშის დროს კუნთი გაიწყვიტა და ამ უმძიმესი ტრავმის გამო ორი თვით დასვენება მოუხდა.

საბედნიეროდ, 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა რეაბილიტაცია დაასრულა, მესამე დღეა, რაც ვარჯიშები სრული დატვირთვით დაიწყო და სავარაუდოდ, ორი კვირა მაინც დასჭირდება, რომ ფორმა აღიდგინოს და მოედანს დაუბრუნდეს.

მაგრამ მთავარია, რომ გიორგი გამოჯანმრთელდა და სულ მალე, დიდი ალბათობით, „ლევანტეს“ ფორმით მალე ვიხილავთ პირველ ქართველ მოედნის მოთამაშეს, რომელმაც ლა ლიგაში შოთა არველაძის შემდეგ ითამაშა.