ქოჩორაშვილმა ლიდერი „კასტელონი“ წაგებას გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმა პრიმერა-დივიზიონ RFEF-ში (ესპანეთის რანგით მესამე ლიგა) გოლი გაიტანა და გათამაშების ლიდერი „კასტელონი“ ბოლო წუთზე წაგებას გადაარჩინა.

კასტელონი“ მე-16 ტურში აუტსაიდერ „კალაორას“ ესტუმრა და, წესით, იოლად უნდა მოეგო, მაგრამ პირველ ტაიმში გოლი არ ჩაუთვალეს, შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს და ლიდერი ბოლო წუთებზე მხოლოდ ქულის გადასარჩენად იბრძოდა. ეს მხოლოდ 92-ე წუთზე მოახერხეს – მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გიორგი ქოჩორაშვილმა უნაკლოდ შეასრულა და ლიდერს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა – 1:1.

23 წლის ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერი „ლევანტეს“ ეკუთვნის და „კასტელონში“ გიორგი იჯარით გაუშვა, ტრავმით გამოწვეული უთამაშებლობის შემდეგ სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, ფორმას იბრუნებს და პირველი გოლი გაიტანა.

„არ ჩაგვითვალეს გოლი, რომელიც აშკარად წესების დაცვით გავიტანეთ. რაც შეეხება პენალტს, როდესაც დაინიშნა, უკვე ვიცოდი, სად უნდა დამერტყა. ასეთ დროს ყოველთვის მშვიდად ვარ და არც ახლა მინერვიულია. წლის ბოლო თამაში „რეალ სოსიედადისდუბლებთან (17 დეკემბერს) გველის და 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა.

კასტელონი“ პრიმერა-დივიზიონ RFEF-ში 28 ქულით პირველ ადგილზეა და პოზიციის შენარჩუნებით სეგუნდა დივიზიონში პირდაპირი გზით დაწინაურდება.