ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ ითამაშა და „ვულვერჰემპტონს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ ითამაშა და „ვულვერჰემპტონს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმალევანტეში“ მოსამზადებელ ეტაპზე „ვულვერჰემპტონთან“ მეორე ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში თავისი როლი ითამაშა.

23 წლის ქართველ ნახევარმცველს გასული სეზონი ტრავმების გამო გაუცდა. ახლა კი უკვე თავს კარგად გრძნობს და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებულ „ლევანტეში“ ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. ის ინგლისელებთან მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 1:0-ს იგებდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი გოლის შემდეგ მოედანზე დაძაბულობამ იმატა და ორივე გუნდი მოედანზე ათი ფეხბურთელით დარჩა. შესვენების შემდეგ გუნდები, მსაჯთან ერთად შეთანხმდნენ, რომ შეხვედრას თერთმეტი ფეხბურთელით განაახლებდნენ.

გიორგიმ ბურთი საჯარიმო მოედნის კიდესთან მიიღო, ბურთი შორეულ კუთხეში გააგზავნა და შესანიშნავი დარტყმით „ვულვერჰემპტონის“ კარი მეორედ აიღო. ეს მატჩის მე-60 წუთზე მოხდა.

ბოლო წუთებზე, „ვულვერჰემპტონმა“ სხვაობა შეამცირა და საბოლოოდ „ლევანტემ“ ინგლისელები 2:1 დაამარცხა.

ლევანტემ“ მეორე წინასასეზონო შეკრება 20 ივლისს დაიწყო. მეჰდი ნაფტის მეთაურობით გუნდი კურორტ ლა ფინკაზე ვარჯიშობს. შემდეგ საკონტროლო შეხვედრას „ლევანტე“ 24 ივლისს გამართავს – ქართველის გუნდი „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება.