ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ ძირითადში ითამაშა - ესპანელები „კატარ სპორტ კლუბს“ დაუზავდნენ #1TVSPORT
ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ ძირითადში ითამაშა - ესპანელები „კატარ სპორტ კლუბს“ დაუზავდნენ #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმალევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, ესპანურმა კლუბმა მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგური მატჩი „კატარ სპორტ კლუბთან“ გამართა და 1:1 დაასრულა.

გიორგი ქოჩორაშვილილევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო. 68-ე წუთზე საჯარიმოდან ცდილობდა გატანას, მაგრამ მცველი გადაეღობა და ვითარება განმუხტა. 70-ე წუთზე „ლევანტეს“ მწვრთნელმა ხავი კალეხამ ძირითადი შემადგენლობაშ შეცვალა და გიორგიც დაასვენა.

33-ე წუთზე „ლევანტე“ როჯერ ბრიუგემ დააწინაურა. 53-ე წუთზე კატარელი მოთამაშის უხეშობას სერხიო ლოზანოსგან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა, შედეგად არბიტრმა ორივე მოთამაშე გააძევა და გუნდებმა მატჩი 10-10 კაცით დაასრულეს. „ლევანტემ“ დარჩენილ დროში კარი მშრალად ვერ შეინარჩუნა – 78-ე წუთზე გოლი გაუშვა და საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ლევანტე“ მომდევნო მატჩს 2 აგვისტოს გამართავს. ქოჩორაშვილს „კასტელონთან“ დაპირისპირება მოუწევს, სადაც გასული სეზონი ჩაატარა.