ქოჩორაშვილმა ესპანეთში გაიტანა - „კასტელონმა“ გალიდერების შანსი დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ „კასტელონი“ „ინტერ სიტისთან“ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში მარცხისგან ვერ გადაარჩინა – 1:3.

23 წლის ქართველი ნახევარმცველი „კასტელონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა. „ინტერ სიტი“ მატჩის დასაწყისში, მე-8 წუთზე დაწინაურდა. 54-ე წუთზე კი გიორგი ქოჩორაშვილმა წონასწორობა ეფექტური გოლით აღადგინა – ფლანგური გადაცემა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.

ქართველის გუნდმა თამაშის დასკვნითი ნაწილი ჩააგდო და ქულის გადარჩენაც ვერ შეძლო. 81-ე და 90-ე წუთებზე „ინტერ სიტიმ“ სტუმრებს ორი გოლი გაუტანა და საბოლოოდ 3:1 მოიგო.

კასტელონმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ესპანეთის პრიმერა RFEF-ის მეორე ჯგუფში 44 ქულით მეორე ადგილზე დარჩა და „ელდენსეს“ (45 ქულა) გადასწრების მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა. გიორგი ქოჩორაშვილმა კი მიმდინარე სეზონში 24 მატჩში სამი გოლი გაიტანა.