ქოჩორაშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა - გიორგი მოედანს იანვარში დაუბრუნდება #1TVSPORT
ქოჩორაშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა - გიორგი მოედანს იანვარში დაუბრუნდება #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ „უესკას“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1, მაგრამ ქართველი ვალენსიელების განაცხადში არ იყო.

როგორც ცნობილი გახდა, „ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო. მართალია, დაზიანება მსუბუქი გამოდგა, მაგრამ ვალენსიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ხულიან კალერომ არ გარისკა და ქოჩორაშვილი დაასვენა.

GeoTeam-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების საყრდენ ნახევარმცველს „უესკასთან“ მატჩამდე, ვარჯიშზე, კოჭი გადაუბრუნდა. მართალია, გიორგის გამაყუჩებლით თამაში შეეძლო, მაგრამ მწვრთნელებმა არ გარისკეს.

ლევანტემ“ „უესკასთან“ შეხვედრით საშემოდგომო ეტაპი დაასრულა, 2025 წლის პირველ მატჩს კი 7 იანვარს სტუმრად „ტენერიფესთან“ გამართავს. სავარაუდოდ, ქოჩორაშვილი ამ დროისთვის სათამაშოდ მზად იქნება.