ქოჩორაშვილის „სევილიამ“ „ლევანტესთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

02:03, 13.10.2026

ლა ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიის“ შემადგენლობაში“ თავის ყოფილ კლუბს, „ლევანტეს“ დაუპირისპირდა, სადაც ესპანური კარიერა დაიწყო – უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

მე-8 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 88-ე წუთზე შეცვალეს და მისი თამაში 7.0 ქულით შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე ქოჩორაშვილს ვალენსიელი გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ.

„სევილიამ“ ანგარიში მე-13 წუთზე ურეს მიერ გატანილი ბურთით გახსნა, 54-ე წუთზე ფელიშ კორეამ უპირატესობა ორამდე გაზარდა. „ლევანტემ“ რომეროსა (57) და დელას (90+2) გოლებით წონასწორობა აღადგინა, რომერომ (90+5) სტუმრები კვლავ წინ კი გაიყვანა, მაგრამ ნდუკვემ (90+10) მესამე ბურთიც გაიტანა და „ლევანტემ“ ქულა გადაარჩინა.

ამ შედეგით „სევილიამ“ 14 ქულა დააგროვა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

მსგავსი