ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ „ხიხონი“ ვერ დაამარცხა - მატჩს ვილი სანიოლი დაესწრო #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ საშინაო შეხვედრაში „ხიხონი“ ვერ დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი ვერ გამოიყენა – 0:0.
საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ვალენსიელების ძირითად შემადგენლობაში იყო, 88-ე წუთზე შეცვალეს და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება – 7.4 ქულა დაიმსახურა.
მატჩს გიორგი ქოჩორაშვილის თამაშზე დასაკვირვებლად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო – ამის შესახებ ინფორმაცია „ლევანტეს“ სოციალური მედიის მენეჯერმა, ხავიმ გაავრცელა.
ლა ლიგა 2-ში გამართული 27 ტურის შემდეგ „ლევანტეს“ 44 ქულა აქვს, მე-5 ადგილზეა და ლა ლიგის პლეი ოფის ზონაშია, თუმცა მოგების შემთხვევაში ლა ლიგაში პირდაპირი გადასვლის ზონაში მყოფ გუნდებთან ჩამორჩენას ორ ქულამდე შეამცირებდა.