ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ „კარტახენასთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ „კარტახენასთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ლევანტე“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ესპანეთის ლა ლიგა 2-ში საკუთარ მოედანზე „კარტახენას“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1.

გიორგი ქოჩორაშვილი ვალენსიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 74 წუთი ითამაშა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში „კარტახენამ“ გახსნა – 67-ე წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა, ალფრედო ორტუნომ გუნდი წინ გაიყვანა. „ლევანტემ“ ქულა 90+6-ე წუთზე გადაარჩინა – გოლი მაროკოელმა თავდამსხმელმა, მუჰამედ ბულდინმა გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა.

37 ტურის შემდეგ „ლევანტემ“ 52 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზეა, ლა ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ზონაში მყოფ გუნდებს სამი ქულით ჩამორჩება და ესპანეთის მთავარ დივიზიონში დაბრუნების თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.