ქოჩორაშვილის „ლევანტე“ სტუმრად „მირანდესთან“ დამარცხდა #1TVSPRT
ქოჩორაშვილის „ლევანტე“ სტუმრად „მირანდესთან“ დამარცხდა #1TVSPRT

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ერთ-ერთ კონკურენტს, „მირანდესს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მე-18 ტურის დაპირისპირებაში ვალენსიელების ძირითად შემადგენლობაში იყო, მატჩის დამატებით წუთებზე შეცვალეს და 6.7 შეფასება მიიღო.

56-ე წუთზე სტუმართა წამოწყებული შეტევა „ლევანტეს“ თავდამსხმელმა, ანდრეს გარსიამ დააგვირგვინა. სტუმრები ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ ბოლო წუთებზე უპირატესობა დათმეს.

მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა მოახერხეს – 87-ე წუთზე ვალენსიელების კარი იოელ როკამ აიღო, ხოლო 90+3-ე წუთზე (ქოჩორაშვილის მოედნიდან გასვლიდან ორ წუთში) ხოაკინ პანიჩელიმ მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.

„ლევანტემ“ 18 ტურის შემდეგ 29 ქულით დარჩა და ესპანეთის ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე, ლა ლიგის პლეი ოფის ზონაშია.