ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT
ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ფეროლს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 0:1 დამარცხდა.

25-ე ტურის შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველი ვალენსიელების განაცხადში იყო, მაგრამ სათადარიგოებში მოხვდა და მოედანზე მხოლოდ მატჩის მიწურულს გამოჩნდა.

თამაში „ფეროლისთვის“ სასურველი სცენარით დაიწყო, უკვე მე-9 წუთზე ხოსე დორიომ ანგარიში გახსნა და ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

ქოჩორაშვილი მოედანზე 74-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და „ლევანტეს“ შეტევა აშკარად გამოაცოცხლა. გიორგის თავადაც ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეღობა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გამართული 25 ტურის შემდეგ „ლევანტე“ ლა ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ზონას დაშორდა  და 42 ქულით მე-7 ადგილზეა.