ქოჩორაშვილი მოედანს მალე დაუბრუნდება - კვერნაძეს „ფროზნონეში“ არ უთამაშია #1TVSPORT
იტალიის სერია B-ს 23-ე ტურში აუტსაიდერების დაპირისპირება გაიმართა – გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „სუდტიროლს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 24-ე ტური წარმატებული გამოდგა გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტესთვის“, რომელიც „დეპორტივო ლა კორუნიას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, ვალენსიელთა განაცხადში არ იყო ქართველი ნახევარმცველი, რომელსაც კოჭის ტრავმა აწუხებს და, GeoTeam-ის ინფორმაციით, 3 თებერვალს „რასინგის“ წინააღმდეგ მატჩში დაბრუნდება.
24 ტურის შემდეგ ლა ლიგა 2-ში „ლევანტემ“ 42 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ლიდერს სამი ქულით ჩამორჩება. ვალენსიელებს რეალური შანსი აქვთ, ესპანური ფეხბურთის ელიტაში დაწინაურდნენ.
„ფროზინონე“ კი იტალიის სერია B-ში გამართული 23 ტურის შემდეგ 21 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგლზეა.