ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ ძირითადში პირველად მოხვდა

16:03, 06.01.2021

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა.

ქართველი ნახევარმცველი 2019 წლიდან ესპანურ კლუბში ირიცხება, სადაც „საბურთალოდან“ გადავიდა. მას დებიუტი პრიმერა დივიზიონში 2020 -ში ჰქონდა და სულ რამდენიმე წუთით მიეცა თამაშის შესაძლებლობა.

მთავარმა მწვრთნელმა ქართველს შანსი ესპანეთის სამეფო თასზე მისცა, სადაც „პორტუგალეტეს“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

მსგავსი