ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა #1TVSPORT
ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა „ლევანტეში“, რომელიც ლა ლიგა 2-ში „ვილიარეალი B“-ს საკუთარ არენაზე დაუპირისპირდა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში ორმატჩიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ესპანეთის რანგით მეორე ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში 82 წუთი ითამაშა.

„ლევანტემ“ 53-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ გადამოწმების შემდეგ ვიდეორეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. ანგარიში სტუმრებმა 62-ე წუთზე გახსნეს, 70-ე წუთზე ფაბრიციომ წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა.

„ლევანტემ“ ცხრა ტურის შემდეგ 16 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, მაგრამ ლიდერ „ლეგანესის“ (18) დაწევის შანსი ვერ გამოიყენა.