ქოჩორაშვილი „კადისთან“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო - კვერნაძის „ფროზინონე“ შინ დამარცხდა #1TVSPORT
იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ შინ „კრემონეზესთან“ 0:3 დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმა. 21-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი თავიდან სათადარიგოებში იყო მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ კი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურში გასვლაზე ერთ-ერთი აუტსაიდერი „კადისი“ ვერ დაამარცხა – 0:0. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 7,5 ქულა მიიღო, რაც მოთამაშეებში მეორე საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ქართველების გუნდები პოლუსურ პოზიციებზე არიან – იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ 21 ტურის შემდეგ 20 ქულით სერია B-ს პლეი-აუთის ზონაში, მე-17 ადგილზეა.
რაც შეეხება „ლევანტეს“ – ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ ვალენსიელები 36 ქულით ლა ლიგის პლეი-ოფის ზონაში, მე-5 ადგილზე იმყოფებიან.