ქოჩორაშვილმა ისევ გაიტანა - „ლევანტე“ მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ ისევ გაიტანა და ვალენსიურ გუნდს შინ „კარტახენასთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 3:0.
ქართველი ნახევარმცველი „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 74 წუთი ითამაშა, გოლი გაიტანა და ყვითელი ბარათიც მიიღო. შედეგად, თანაგუნდელ რომეროს შემდეგ (8,1) მეორე საუკეთესო შეფასება მიიღო – 7,6 ქულა.
„ლევანტემ“ აუტსაიდერთან თამაში კარგად დაიწყო და 29-ე წუთზე რომეროს გოლით დაწინაურდა. გიორგი ქოჩორაშვილმა „კარტახენას“ 71-ე წუთზე გაუტანა, საბოლოო ანგარიში კი პენალტით იბორამ დააფიქსირა.
30 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 53 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა, რაც გუნდს ლა ლიგაში პირდაპირი გადასვლის შესაძლებლობას აძლევს – ვალენსიელები პირველადგილოსან „მირანდესს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.
ქოჩორაშვილის ანგარიშზე ლა ლიგა 2-ის 24 შეხვედრაში ექვსი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.