ქეცბაიას სიაში აბურჯანიაა - კაშია გამოირიცხა, გვილია რჩება [ვიდეო] #1TVSPORT
ქეცბაიას სიაში აბურჯანიაა - კაშია გამოირიცხა, გვილია რჩება [ვიდეო] #1TVSPORT

ახალი სეზონისთვის თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ მიმდინარე პროცესები დიდი ინტერესს იწვევს, რადგან გუნდის ქართველი მწვრთნელი კვლავ საქართველოს ნაკრების წევრებზე დაყრდნობას აპირებს.

ფამაგუსტას გუნდმა უკვე გააგზავნა ოფიციალური წინადადება ოთხი სატრანსფერო ობიექტის შესახებ და საბოლოო პასუხს უახლოეს დღეებში მიიღებს. როგორც შევიტყევთ, ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანიაა, რომელმაც 2 ივნისს პლოეშტში რუმინეთის ნაკრებთან სადებიუტო გოლი გაიტანა.

გიორგი აბურჯანია 26 წლისაა და უცხოური კარიერა სწორედ ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ დაიწყო, სადაც 2014–2016 წლებში გამოდიოდა და 2016 წელს ესპანეთში, ტარაგონასხიმნასტიკში“ გადავიდა. ასევე იყო „სევილიას“ მეორე გუნდის, „ლუგოს“, „ოვიედოს“ და ჰოლანდიური „ტვენტეს“ ფეხბურთელი. 2021 წლიდან „კარტახენას“ წევრია.

ამას გარდა, ქეცბაიას სიაში ვაკო გვილიაც არის, რაც სიახლე აღარაა. საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველს ვარშავის „ლეგიამ“ პირობები არ გაუუმჯობესა და მანაც გუნდი დატოვა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, „ანორთოსისმა“ თანამშრომლობა გიორგი აბუჯანიასა და ვალერი გვილიას უკვე ოფიციალურად შესთავაზა.

ქეცბაიას გურამ კაშიას მიწვევაც სურდა, მაგრამ ეს საკითხი სამუდამოდ დაიხურა, რადგან საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა კარიერის გააგრძელება ბრატისლავის „სლოვანში“ არჩია.