anorthosis24 - ლორია არსად მიდის, ის ფამაგუსტაში რჩება #1TVSPORT
anorthosis24 - ლორია არსად მიდის, ის ფამაგუსტაში რჩება #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას გადაყვანის და მურთაზ დაუშვილისადმი გაზრდილი ინტერესი შემდეგ, გაჩნდა ვერსია, რომ ნიქოზიას „აპოელი“ მეკარე გიორგი ლორიას გადაყვანასაც ცდილობს.

თუმცა, ფამაგუსტას გუნდის მხარდამჭერთა გვერდი anorthosis24 ამტკიცებს, რომ ლორია გუნდში რჩება.

„იმ მომენტიდან, როდესაც ოქრიაშვილი და ქვილითაია წავიდნენ, „აპოელის“ წევრები გახდნენ და სავარაუდოდ, გუნდს მურთაზ დაუშვილიც დატოვებს, ლოგიკურია, რომ გიორგია ლორიასთან დაკავშირებითაც ბევრი ჭორი გავრცელდა. თუმცა, გამოცდილ მეკარეს „ანორთოსისთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული“, – ამტკიცებს anorthosis24.

გამოცემის ცნობით, ლორიას მიერ გაფორმებულ კონტრაქტში არის სპეციალური პუნქტი, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, ამის ინიციატორმა მხარემ (გუნდმა ან მოთამაშემ) კონკრეტული თანხა უნდა გადაიხადოს: „ამ დროისთვის, გუნდის ხელმძღვანელობის წინაშე ლორიას ტრანსფერის თაობაზე კითხვები არ დასმულა და კონტრაქტის პუნქტით ჯერ არც ერთ მხარეს არ უსარგებლია. ამიტომ, დაინტერესებულმა გუნდმა „ანორთოსისს“ წინასწარ უნდა აცნობოს, ქართველი მეკარის დამატება თუ სურს“.