ქეცბაიას „პაფოსის“ ჩაბარება შესთავაზეს - ამ გუნდის დირექტორი მიჩელ სალგადოა, ინვესტორი - პაველ გოგნიძე #1TVSPORT
ქეცბაიას „პაფოსის“ ჩაბარება შესთავაზეს - ამ გუნდის დირექტორი მიჩელ სალგადოა, ინვესტორი - პაველ გოგნიძე #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას კვიპროსულ კლუბ „პაფოსში“ იწვევენ, რომლის ინვესტორიც ლატვიის მოქალაქეობის მქონე ქართველი ბიზნესმენია, – ამის შესახებ კვიპროსულ სატელევიზიო შოუს „პოლიტიკური დერბის“ წამყვანმა, პანიკოს ხაცილიასისმა ეთერში განაცხადა. 

პაფოსს“ რუსი ინვესტორები ჰყავს, მათთვის კი ქეცბაია ყველაზე საინტერესო მწვრთნელია. ისინი ძლიერ აფასებენ ქეცბაიას სამწვრთნელო დონეს და მიიჩნევენ, რომ მისი მისვლით „პაფოსი“ გაძლიერდება. მათ შორის პირველი არაოფიციალური საუბარი უკვე შედგა. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების მონაწილე მხარეებისგან ამ ინფორმაციის დასტურს ან უარყოფას არ ველოდები“, – განაცხდა შოუს წამყვანმა.

პაფოსი“ რეგულარული სეზონის შემდეგ აუტსაიდერ რვა გუნდს შორის მოხვდა, სადაც მეორე ადგილზეა და ლიგაში ადგილი, ფაქტობრივად, შეინარჩუნა. „ვიკიპედიაში“ წერია, რომ გუნდის ტექნიკური დირექტორი მადრიდის „რეალის“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე მიჩელ სალგადოა.

თუმცა, უფრო საინტერესო ინფორმაციის ეს ნაწილია – „პაფოსის“ რუსი ინვესტორი და გუნდის მესაკუთრე ლატვიის მოქალაქეობის მქონე წარმოშობით ქართველი პაველ გოგნიძეა, რომელსაც ბიზნესი ლატვიასა და რუსეთში აქვს.