კვიპროსული მედია - ქეცბაია „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახდენს #1TVSPORT
კვიპროსული მედია - ქეცბაია „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახდენს #1TVSPORT

კვიპროსულ გამოცემა philenews-ში წერილი გამოქვეყნდა თემურ ქეცბაიაზე, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „აპოელთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ „ანორთოსისში“ ბოლო შეხვედრას თასის ფინალში გამართავს.

„ფამაგუსტას „ანორთოსისის“ პრესკონფერენცია და თემურ ქეცბაიას გამონათქვამები კვლავ ყურადღებას იქცევს. ქართველი მწვრთნელი აშკარად იყენებს თავის ბოლო კარტებს და ფამაგუსტას კლუბის ხელმძღვანელობაზე ირიბად, მაგრამ აშკარა ზეწოლას ახდენს. ერთის მხრივ, მას სურს, რომ „ანორთოსისი“ ფინალში გავიდეს და კონტრაქტის დასრულების შემდეგ ეს მისი ბოლო მატჩი იყოს კლუბში. ამით მან პასუხისმგებლობა აიღო, რადგან ჩემპიონობის მოპოვების შანსი დაკარგა. მეორე მხრივ, იგი ხაზს უსვამს, რომ მისი ხელმძღვანელობით, „ანორთოსისი“ კვლავ ამაყობს, რომ გუნდმა წამყვანი როლი დაიბრუნა. ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე პასუხი კითხვაზე, თუ სურს დარჩენა, თქვა – „არ აქვს მნიშვნელობა, რა მინდა“. ის ამ გამონათქვამებით გუნდის მენეჯერებსა და „ანორთოსისის“ მთავარ აქციონერს ხრისტოს პულაიდისს იწვევს. ქართველის თითოეული განცხადებით გამოწვეული „ხანძრის ჩაქრობა“ კი ფამაგუსტელთა პრეს-ატაშეს, დიმიტრის ხრისტოფორუს უწევს, რომელიც გუნდის ხელმძღვანელობის დაცვის და მწვრთნელის შემტევ პოზიციების შუაში დგება“, – წერს გამოცემა.

კვიპროსული გამოცემა „philenews“ მოვლენების მოულოდნელ სცენარსაც არ გამორიცხავს, ანუ ქეცბაიას გუნდში დარჩენას.

„სად წავა ქეცბაია? ცხადია, სანამ თასის მოგების შანსი არსებობს, რაც „ანორთოსისს“ უეფა-ს ახალი ტურნირზე, კონფერენციათა ლიგაზე თამაშის უფლებას მისცემს, გუნდის თავკაცებს, ევგენიოს ხამბულასსა და ხრისტოს პულაიდისს ქართველის ყოველი საჯარო გამოცხადების შემდეგ აშკარად საფრთხე ემუქრებათ – თუ, რა თქმა უნდა, ოქროს შუალედი არ მოიძებნება და ორ მხარეს შორის ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება“.