ბერძენი ჟურნალისტი - „ანორთოსისში“ ქეცბაიას მომავალი გარკვეულია #1TVSPORT
ბერძენი ჟურნალისტი - „ანორთოსისში“ ქეცბაიას მომავალი გარკვეულია #1TVSPORT

ფამაგუსტას „ანორთოსისს“ მოთამაშეთა და სამწვრთნელო სტაფის დავალიანება დაუგროვდა. მიუხედავად იმისა, რომ ამას გუნდის ადმინისტარცია ოფიციალურად უარყოფს, ბერძნული ინტერნეტ-გამოცემა „სპორტტაიმის“ (Sportime.gr) ჟურნალისტმა ანტონი ცირაკისმა ამ თემაზე პოსტი „ტვიტერის“ (Twitter) პირად გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გუნდში მხოლოდ კვიპროსის თასის მოპოვების შემთხვევაში დარჩება.

„თემურ ქეცბაიას მომავალი გასაგებია – ფაქტებიდან ცხადია, რომ კვიპროსის თასი ერთადერთი გამოსავალია. ქართველმა მწვრთნელმა ხელფასის გაზრდა მოითხოვა, რამაც უკვალოდ არ ჩაიარა. ამასთან დაკავშირებით წერილებმა ფამაგუსტას გუნდში დისკომფორტი გამოიწვია. ამტკიცებდნენ, რომ ეს შემთხვევითი არაა და მოტივირებულია მათ მიერ, ვისაც „ანორთოსისში“ პრობლემების შექმნას სურს“, – წერს ბერძენი ჟურნალისტი.

გამოცემის ჟურნალისტი ასევე „ანორთოსისში“ არსებულ დავალიანებაზეც წერს:

„საკითხი, რომელსაც ქეცბაია ირიბად შეეხო, რთულია, რადგან ეს ყველას არ ეხება. ანაზღაურებებს გუნდი მომავალ კვირას გადაიხდის, რადგან სპონსორებისგან გარკვეული თანხებს დაგვიანებით ელიან. ტრაგიკული მდგომარეობა არ არის და ამიტომ შემაშფოთებელია ქეცბაიას ბოლოდროინდელი პოზიცია. მის მომავალთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. არის უკმაყოფილება, რადგან შედეგები არადამაკმაყოფილებელია და კვიპროსის თასის მოპოვება ერთადერთი გამოსავალია. სხვათა შორის, სეზონის მსვლელობისას მან ხელფასის გაზრდა მოითხოვა. მაგრამ ეს ადმინისტრაციული ცვლილებების შემთხვევაში, ახალი კონტრაქტის საფუძველზე ხდება”.