ქეცბაიამ ფინალში გასვლაზე ილაპარაკა - ღმერთი არსებობს, სეზონის თამაშიც შემთხვევით არ მოგვიგია #1TVSPORT
ქეცბაიამ ფინალში გასვლაზე ილაპარაკა - ღმერთი არსებობს, სეზონის თამაშიც შემთხვევით არ მოგვიგია #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის თასის ნახევარფინალში „აპოელთან“ მოგებასა და „ანორთოსისის“ ფინალში გასვლაზე კომენტარი გააკეთა და ემოციები არ დამალა. 

„ჩვენი ფეხბურთელები მოლოცვას იმსახურებენ. ეს სულაც არ იყო ადვილი. ბევრჯერ უსამართლოდ მოგვექცნენ, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ ფინალში გასვლა მოვახერხეთ, სადაც მარტივი თამაში არ გველის. „ოლიმპიაკოსი“ რთული მეტოქეა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ღმერთი არსებობს და შემთხვევით არაფერი ხდება. მთელი სეზონის თამაშიც შემთხვევით არ მოგვიგია. მეტის დაკონკრეტება არ მსურს“, – განაცხადა ქეცბაიამ.

„ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელის თქმით, გუნდი ტიტულებზე ისევ ფიქრობს: „მადლობა ყველას, ვინც გუნდს მხარს უჭერს. ფეხბურთელები ტიტულებზე კვლავ ოცნებობენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ „აპოელთან“ ორივე მატჩი მოგვეგო. ამ შეხვედრებამდე რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ ხასიათი გამოვავლინეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა და ფინალში გავედით“.

დატოვე კომენტარი