ქეცბაიამ „აპოელში“ გადასულ ქართველებზე ილაპარაკა - მათზე გაბრაზებული არ ვარ, რადგან უკეთესი წინადადებები მიიღეს #1TVSPORT
ქეცბაიამ „აპოელში“ გადასულ ქართველებზე ილაპარაკა - მათზე გაბრაზებული არ ვარ, რადგან უკეთესი წინადადებები მიიღეს #1TVSPORT

„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნიქოზიასაპოელთან“ მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ არ დამალა, რომ დაპირისპირებამდე ძალიან ნერვიულობდა, რომ გუნდი კონფერენს ლიგაზე „გენტთან“ მატჩის შემდეგ ძალების აღდგენას ვერ მოახერხებდა.

„ვამაყობ გუნდით, თუმცა გვქონდა ძალიან რთული კვირა ბელგიაში დამღლელი მოგზაურობით. მიხარია, რომ ამან ჩვენზე არ იმოქმედა და კონფერენს ლიგაზე „გენტთან“ მატჩის შემდეგ 2-3 დღეში ძალები კარგად აღვიდგინეთ. „აპოელთან“ გამარჯვება დავიმსახურეთ და ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია, კვირაში ორ თამაშს გავუმკლავდეთ, არ ჩანდა, რომ დაღლილები ვიყავით. ახლა შესვენება გვაქვს. გვყავს ეროვნული ნაკრებების წევრები, რომლებიც უახლოეს დღეებში დაიტვირთებიან. დანარჩენებმა უნდა დაისვენონ და შემდეგი მატჩებისთვის კარგად მოემზადონ“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის მიზანი დაასახელა:

„ჩვენი მიზანი კონფერენს ლიგაზე მომდევნო ეტაპზე გასვლაა, მაგრამ პირველი მიზანი კვიპროსის ჩემპიონობაა. არ მახსოვს, „ანორთოსისმა“ სეზონი ასე ცუდად როდის დაიწყო, სამი ტურის შემდეგ ორი მარცხით – „აპოელთან“ თამაშის სირთულეს ეს ფსიქოლოგიური წნეხიც ახლდა. ჩვენთვის ეს თამაში მნიშვნელოვანი იყო იმის დასადგენად, შეგვიძლია თუ არა გადავლახოთ ყველა ის პრობლემა, რაც გვქონდა. მიხარია, რომ ეს ბარიერი დავძლიეთ და თანაც ძლიერ მეტოქესთან. ცხრილში ოდნავ დაწინაურდით, მაგრამ ჩვენი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა”.

თემურ ქეცბაიამ კომენტარი ნიქოზიასაპოელში“ „ანორთოსისიდან“ გადასულ ქართველ ფეხბურთელებზეც (თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, მურთაზ დაუშვილი) გააკეთა:

„ჩვენ ვერ შევძელით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, „აპოელმა“ კი კარგი წინადადება გაუკეთა. მათზე გაბრაზებული არ ვარ, რადგან ფეხბურთში არ იცი, ხვალ რა შეიძლება მოხდეს. ახლა ვფიქრობ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს გუნდში არიან“.