ქეცბაიამ ახსენა მოთამაშეები, რომელთაც საღი გონება არ აქვთ - ნათქვამი ხომ არ დაგიღეჭოთ, ვის ვგულისხმობდი #1TVSPORT
ქეცბაიამ ახსენა მოთამაშეები, რომელთაც საღი გონება არ აქვთ - ნათქვამი ხომ არ დაგიღეჭოთ, ვის ვგულისხმობდი #1TVSPORT

„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ჩემპიონატის 31-ე ტურში, ლარნაკაში აეკ-თან განცდილი მარცხი (1:2) შეაფასა და განაცხადა, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა. 

„ჩვენ წავაგეთ კიდევ ერთი თამაში, რომლის მოგებაც პირველ ტაიმში შეგვეძლო. სამწუხაროდ, ეს არის პრობლემა, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაწყდებოდით. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ იმაზე ბევრად ნაკლები მივიღეთ, ვიდრე ვიმსახურებდით და ზოგმა იმაზე მეტიც მიიღო, ვიდრე დაიმსახურა. მთავარია, რომ კვიპროსის თასზე ორი თამაში გვაქვს „აპოელთან“ და მთელი ყურადღება ამ მატჩებისკენ გვაქვს მიმართული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა თამაშებზე უარს ვიტყვით“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

„ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდს იღბალი კატასტროფულად არ წყალობს: „სწორედ ესაა წლის პრობლემაა, როცა საღი გონება არ გაქვს და სხვა რამეებზე ფიქრობ. ასეთი მოთამაშეების გამო ვწუხვარ. ვიმედოვნებთ, რომ ამ წარმატებას თასზე მივაღწევთ. ფეხბურთში იღბალი გჭირდება. ვფიქრობ, რომ ყველა თამაშში, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, საუკეთესო გუნდი ვიყავით. ჩვენ გვაქვს რეალური საგოლე შესაძლებლობები. ასე იყო დღესაც და შანსებით ვერ ვისარგებლეთ. რომ ვერ ვიტანთ, ამის მიზეზი შეიძლება კლასი იყოს. მჯერა, რომ თასის თამაშებში სხვანაირები ვიქნებით“.

შემდეგ მას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რაიმე კონკრეტული მხედველობაში, როდესაც ის ლაპარაკობდა სუფთა გონების არმქონე მოთამაშეებზე, რაზეც მან უპასუხა: „კარგით რა, უნდა დაგიღეჭოთ, რომ მიხვდეთ? ისინი თავად უნდა მოძებნოთ“.