ქეცბაია ქვილითაიას მომჯობინებას იმედოვნებს - ჩვენ სეზონის მატჩს თასის ნახევარფინალში ჩავატარებთ #1TVSPORT
ქეცბაია ქვილითაიას მომჯობინებას იმედოვნებს - ჩვენ სეზონის მატჩს თასის ნახევარფინალში ჩავატარებთ #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ ნიქოზიასომონიასთან“ საშინაო დამარცხების (0:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე გულწრფელად აღიარა, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისი“ საუკეთესოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ ისიც არ დამალა, რომ ახლა მისი გუნდის ყურადღება „აპოელთან“ კვიპროსის თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაზეა გადატანილი, რომელიც ოთხშაბათს, 21 აპრილს გაიმართება. 

„რა თქმა უნდა, ოთხშაბათის მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგი ჩვენ არ გვაინტერესებდა. წინა შეხვედრაში თასზე „აპოელთან“ მოთამაშე გაგვიგდეს და მეორე ტაიმში კაცნაკლულები ვთამაშობდით. ამიტომ დღეს შემადგენლობა შევცვალეთ და ზოგიერთი ფეხბურთელი დავასვენეთ“, – განაცხადა ქეცბაიამ.

„ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა „აპოელთან“ სათასო ნახევარფინალისთვის მზადებასა და გიორგი ქვილითაიას მდგომარეობაზეც ილაპარაკა: „ჩვენ ოთხშაბათს „აპოელთან“ სეზონის მატჩს ჩავატარებთ. პირველი მატჩი 1:0 მოვიგეთ და მცირე უპირატესობა გვაქვს, ვეცდებით კარგად მოვემზადოთ და დღევანდელზე ბევრად უკეთესად ვითამაშოთ. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას მდგომარეობას, იმედი მაქვს, რომ ის „აპოელისთვის“ მზად იქნება. მან მცირე ტკივილი იგრძნო და გარისკვა არ მინდოდა. ახალი თავდამსხმელი არ მყავს და მისი იმედი მაქვს“.