თემურ ქეცბაია - ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო შეხვედრა #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო შეხვედრა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში საშინაო სტადიონზე „დოქსასთან“ გამართული მატჩი დამაჯერებლად მოიგო – 2:0.

„ხუთშაბათს „პარტიზანთან“ მძიმე მოედანზე ვითამაშეთ და სერბეთში მოგზაურობის შემდეგ გუნდი გადაღლილი იყო. ძალიან კარგად ვითამაშეთ. როგორც იქნა, მოვიგეთ და ვფიქრობ, ამას ვიმსახურებდით. საერთოდ, კვიპროსის ჩემპიონატი რთული სათამაშოა, რადგან ყველა შეხვედრა არაპროგნოზირებადია“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

კვიპროსული მედიის შეფასებით, ჩემპიონატის მე-13 ტურში ფამაგუსტას გუნდმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქეცბაია ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა.

„კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. მაგრამ არ მგონია, რომ ეს საუკეთესო მატჩი იყო. სხვა თამაშებიც კარგად ჩავატარეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ ან დაცვაში ვცდებოდით და უპირატესობას ვერ ვინარჩუნებდით. წლის ბოლომდე ორი რთული თამაში დაგვრჩა, „ეთნიკოსთან“ და პაეეკ-თან. ფინალურ ექვსეულში მოსახვედრად ქულები ძალიან გჭირდება. ამიტომ უნდა ვიყოთ სერიოზულები და კონცენტრირებულები“, – ამბობს ქეცბაია.

კვიპროსის ჩემპიონატის 13 ტურის შემდეგ „ანორთოსისს“ 16 ქულა აქვს, ისევე როგორც „ოლიმპიაკოსსა“ და „აპოელს“, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 ადგილზეა. ქეცბაიას გუნდს ერთი მატჩი მარაგში აქვს და მოგებით მე-4 ადგილზე დაწინაურდება, ეს კი გუნდს ფინალურ ექვსეულში თამაშის საშუალებას მისცემს.