ქართველი სპორტსმენების სამშვიდობო მესიჯები სპორტის დღესთან დაკავშირებით #1TVSPORT
ქართველი სპორტსმენების სამშვიდობო მესიჯები სპორტის დღესთან დაკავშირებით #1TVSPORT

კამპანია #სპორტიმშვიდობისთვის ფარგლებში ქართველი სპორტსმენები სამშვიდობო მესიჯებს აჟღერებენ.

სპორტის თითქმის ყველა სფეროდან შეირჩა სპორტსმენი, რომელიც მშვიდობის ერთგვარ სიმბოლოს – ქაღალდის თვითმფრინავს აგზავნის, როგორც სამშვიდობო მესიჯს.

6 აპრილი არის საერთაშორისო დღე „სპორტი მშვიდობისთვის“ და სწორედ ამას მიეძღვნა ICA-ს ფოტო-ვიდეო კამპანია.

კამპანიაში ჩართული სპორტსმენები:

რაგბი: სოსო მათიაშვილი; მძლეოსანი: ლადო ხინჩეგაშვილი; კალათბურთი: ანატოლი ბოისა; პარამოფარიკავე: ირმა ხეცურიანი; წყალბურთი: მიშა ბაღათურია; ტანვარჯიში: ქეთი ხატიაშვილი; ფრენბურთი: ლიზა ლობჟანიძე; ცხენოსანი: ოთო კუჭავა ; კარატისტი: სვეტლანა ფრუიძე; ცურვა: ნანა ნებიერიძე; ფეხბურთი: ნათია დანელია

დატოვე კომენტარი