ქართველი პარასპორტსმენების კიდევ ერთი წარმატება
ქართველი პარასპორტსმენების კიდევ ერთი წარმატება

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, მჯდომარე ფრენბურთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი (3-5 დეკემბერი) საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ადგილზე უნგრეთის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი საქართველოს გუნდმა, „ინვიქტუსმა“ დაიკავა.

ტურნირის დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. პარაფრენბურთელები საქართველოში უნგრეთის საელჩოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.